პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ “ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
„საქართველოს პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოს პარლამენტში შექმნილ 2003 – 2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის 25 მარტის სხდომაზე დაბარებული იყო ახსნა-განმარტების მიცემის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ხაზარაძეს კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით შესაბამისი დოკუმენტი 22 მარტს გადაეცა და მისთვის ცნობილი იყო საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადების ვალდებულების თაობაზე, ასევე გაფრთხილებული იყო გამოუცხადებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ, იგი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, რამაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვია. მამუკა ხაზარაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია განცხადებაში.
სიახლეები
- "მთავარია მართლები ვიყოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სინდისის და იმ სტანდარტის წინაშე, რომელიც კონსტიტუციაში გვაქვს გაწერილი"- გიორგი ვოლსკი
- "გვჭირდება გრძელვადიანი, კარგად გათვლილი სტრატეგია იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა"- ვლადიმერ ბოჟაძე
- " იუსტიციის მინისტრის თანამდებობას პაატა სალია დაიკავებს" - ირაკლი კობახიძე
- მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 886-მდე გაიზარდა
- "სინამდვილეში, არჩევნების სამინისტრო შექმნეს და ზუსტად ის კაცი დაუნიშნეს მინისტრად, რომელსაც ბოლოს ზუსტად ეს საქმე ჰქონდა დავალებული, საარჩევნოდ რეგიონების უზრუნველყოფა" - თინა ხიდაშელი