"სინამდვილეში, არჩევნების სამინისტრო შექმნეს და ზუსტად ის კაცი დაუნიშნეს მინისტრად, რომელსაც ბოლოს ზუსტად ეს საქმე ჰქონდა დავალებული, საარჩევნოდ რეგიონების უზრუნველყოფა" - თინა ხიდაშელი
სინამდვილეში არჩევნების სამინისტრო შექმნეს და ზუსტად ის კაცი დაუნიშნეს მინისტრად, რომელსაც ბოლოს ზუსტად ეს საქმე ჰქონდა დავალებული, საარჩევნოდ რეგიონების უზრუნველყოფა, - ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინა ხიდაშელი წერს, რითაც მთავრობის საკადრო ცვლილებებს ეხმაურება.
როგორც ხიდაშელი აღნიშნავს, ხელისუფლებაში „იმედი აქვთ, რომ სუს-ის უფროსის ცვლილებას უცხოელებთან კარგად „გაყიდიან“.
„სინამდვილეში არჩევნების სამინისტრო შექმნეს, და ზუსტად ის კაცი დაუნიშნეს მინისტრად, რომელსაც ბოლოს ზუსტად ეს საქმე ჰქონდა დავალებული, საარჩევნოდ რეგიონების უზრუნველყოფა.
იმედი აქვთ სუს-ის უფროსის ცვლილებას უცხოელებთან კარგად „გაყიდიან“. არჩევნების შემდეგ, სადაც ოპოზიცია დაობდა იქ, ცვლილება განვახორციელეთო.
ოხანაშვილის გადანაცვლება მგონი ყველაზე მარტივად ასახსნელია, კობახიძეს აბარებს ბოლომდე ბიძინა სისტემას, მასვე კიდევ მთლიანად პასუხისმგებლობას, მასვე შეეცდება შეაწმინდოს ხელები ბოლომდე“, - წერს თინა ხიდაშელი.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
