,,როდესაც სააკაშვილი ჩვენ გვეძახის რუსებს, მისგან განსხვავებით, არასდროს ჩავცუნცულებულვარ პუტინთან შესახვედრად"- თეა წულუკიანი
როდესაც ის ჩვენ გვეძახის რუსებს, მინდა დავამშვიდო, მისგან განსხვავებით, არასდროს ჩავცუნცულებულვარ მოსკოვსა და სხვა ქალაქებში პუტინთან შესახვედრად. ის არაერთხელ შეხვდა პუტინს, ესაუბრებოდა საიდუმლოდ, ხალხის ზურგს უკან და რა თქმა უნდა გვაქვს კითხვები რას საუბრობდა, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ხან ჩაჩუმდება, ხან თავს წამოყოფს, იმედი მაქვს, რომ თვალს ადევნებს ზედმიწევნით ყველა იმ უბედურებას, რომელსაც მის მიერ გაუბედურებული ადამიანები გვიყვებიან პირდაპირ ეთერში. ის ალბათ იმაზე უფრო ნერვიულობს, რის გადარჩენასაც მოქალაქეების სიცოცხლის ხარჯზე შეეცადა.
როდესაც ის ჩვენ გვეძახის რუსებს, მინდა დავამშვიდო, მისგან განსხვავებით, არასდროს ჩავცუნცულებულვარ მოსკოვსა და სხვა ქალაქებში პუტინთან შესახვედრად. როდესაც ის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი გახდა, პირველი საერთაშორისო ვიზიტი, რაც განახორციელა, იყო სწორედ რუსეთში და ის შეხვდა პუტინს, ჩამოვიდა იქიდან და გვახარა, რომ პუტინს შევხვდი, თვალებში ჩავხედე და იქ წავიკითხე, რომ რუსეთი მართლაც დიდი და ძლიერი „ძერჟავა“ არისო. ის არაერთხელ შეხვდა პუტინს, ესაუბრებოდა საიდუმლოდ, ხალხის ზურგს უკან და რა თქმა უნდა გვაქვს კითხვები რას საუბრობდა და რატომ მოხდა ის, რაც რეალურად რუსულ წისქვილზე წყლის დასხმა იყო“, – აღნიშნა წულუკიანმა.
სიახლეები
- „ლელო“, იქნებ, ციხიდან მაინც მიხვდეს და ტელევიზია, რომელიც პრივატიზებული აქვთ, ციხეში ყოფნის პერიოდში მაინც დაუთმონ სხვა ვინმესაც” – ხვიჩია
- ლევან დავითაშვილი ეკონომიკის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს
- “ჩვენ ომს ვუთხარით უარი და ავირჩიეთ მშვიდობა, რადიკალიზმს ვუთხარით უარი და ავირჩიეთ ერთმანეთის გვერდში დგომა” – ზარქუა
- იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
- “ოპოზიცია პარლამენტს აღიარებს თუ არა, ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა, რადგან მთავარი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და რას აღიარებს ის” - კახა კალაძე