,,ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 20 ივნისთან დაკავშირებით, სადაც დაადგინა კონკრეტული დარღვევები"- შალვა პაპუაშვილი
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 20 ივნისთან დაკავშირებით, სადაც დაადგინა კონკრეტული დარღვევები. საგამოძიებო კომისია აპირებს, რომ შეისწავლოს თუ რა ტიპის დარღვევები იყო,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საგამოძიებო კომისიის მიერ გიორგი გახარიას დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, კომისიას აქვს კითხვები და ყველა ის პირი, ვინც პასუხისმგებელი იყო აქციის მართვაზე სავარაუდოდ დაბარებული იქნება სხდომაზე.
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სულ ახლახან მიიღო გადაწყვეტილება 20 ივნისთან დაკავშირებით, სადაც დაადგინა კონკრეტული დარღვევები. ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა საგამოძიებო კომისია აპირებს, რომ შეისწავლოს თუ რა ტიპის დარღვევები იყო პოლიტიკური მაშინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან, ასევე მისი მხრიდან ვინც პასუხისმგებელი იყო აქციის მართვაზე. რა ქმედებები იყო განხორციელებული და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ შეისწავლოს ეს გარემოებები.
უპირველეს ყოვლისა, რასაც საგამოძიებო კომისია აკეთებს ეს არის გამოკითხვა ადამიანების, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც უნდა მიაწოდონ საგამოძიებო კომისიას და აქ არავინ არ მოდის ბრალდებულის სტატუსით. სხვათა შორის ისინი ვინც გაექცნენ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოსვლას, ისინი საბოლოო ჯამში აღიარებით ჩვენებას აძლევენ, რომ მათ ჩადენილი აქვთ რაღაც, რაც დანაშაულია ან დანაშაულის ტოლფასია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- ხაჭოს პასკა
- საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
- თბილისში დაკარგული მოზარდები იპოვეს
- "პარტია არ შეიძლება იმართებოდეს ჩემი წერილებით ან ვიწრო ჯგუფის გადაწყვეტილებებით"- სააკაშვილი
- "კლასიკური პარტიიდან უნდა გარდავიქმნათ წინააღმდეგობის მოძრაობად; პარტია არ შეიძლება, იმართებოდეს ჩემი წერილებით" - სტატუსი სააკაშვილი “ნაცმოძრაობაზე”