"შს მინისტრად მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ: ძალიან გთხოვთ, ჭორებს ნუ აყვებით ეს არის ჭორი, რომელსაც გაგრძელება არ ექნება" - მდინარაძე
“ქართული ოცნების” ლიდერ მამუკა მდინარაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ინიშნება, ჭორია.
„ძალიან გთხოვთ, ჭორებს ნუ აყვებით. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეს არის ჭორი, რომელსაც გაგრძელება არ ექნება“, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის შესაძლო გადადგომაზე ინფორმაცია “ფორმულამ” გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, აღნიშნულ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურა განიხილებოდა.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში
