“ჩვენ ახლა დამატებით შემოგვაქვს მექანიზმები საიმისოდ, რომ ნებისმიერი ის პარტია, რომლის საქმიანობა მიმართული იქნება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ, იყოს აკრძალული პოლიტიკა” – ბოჟაძე
“თქვენ იცით, რომ პარტიების აკრძალვის მექანიზმი ახლაც არის ჩადებული კანონმდებლობაში, უბრალოდ ჩვენ ახლა დამატებით შემოგვაქვს მექანიზმები, საიმისოდ, რომ ნებისმიერი ის პარტია, რომლის საქმიანობა მიმართული იქნება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, იყოს აკრძალული”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ ისაუბრა.
„მეორე მხრივ, იგივე ადამიანებს, იგივე პოლიტიკური ჯგუფებს უბრალოდ პარტიის სახელის ცვლილებით, ან სხვა პარტიაში გადასვლით არ უნდა მიეცეთ საშუალება დარჩნენ ქართულ პოლიტიკაში და გააგრძელონ ის მავნე საქმიანობა, რომელსაც აქამდე ახორციელებდნენ“, – აღნიშნა ბოჟაძემ.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
