"ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია საერთო მიზნებისთვის, ვაგრძელებთ თანამშრომლობას"
პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებით, სალომე ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია.
როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, პირველივე დღიდან მონაწილეობენ კოორდინაციის ფორმატში და თანამშრომლობას განაგრძობენ.
„ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად. მათ შორის, პირველ რიგში, სინდისის პატიმრების გასათავისუფლებლად და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გზით ქვეყნის ევროპული მომავლის აღსადგენად. ამ მიზნების მისაღწევად პირველივე დღიდან ვმონაწილეობთ კოორდინაციის ფორმატში და ვაგრძელებთ თანამშრომლობას“, – ნათქვამია პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაში.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
