"შიშველი რეპრესიებია დაწყებული, მკაფიოდ, ხისტად და სწორხაზოვნად" - ნიკა გვარამია
რის გამოც ნიკა მელიას პროცესი იმართება, ამას არანაირი სამართლებრივი წინაპირობა არ აქვს , - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ნიკა მელიას სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
გვარამიას თქმით, ქვეყანაში შიშველი რეპრესიებია დაწყებული.
“რამდენადაც გავრცელდა ინფორმაცია, გირაოს ითხოვს პროკურატურა. მიუხედავად ამისა, მოსალოდნელი რა არის, ვერ გაიგებთ, დღეს დილიდან რა ხდება ქვეყანაში, ხედავთ და არა მარტო დღეს დილიდან, რამდენიმე წელია ეს ხდება, მაგრამ უფრო შიშველი რეპრესიებია დაწყებული მკაფიოდ, ხისტად და სწორხაზოვნად. ამიტომ წინასწარ ვერაფერს გეტყვით დანამდვილებით. რის გამოც პროცესი იმართება (და წინა პროცესები მსგავსი გაიმართა), ამას არანაირი სამართლებრივი წინაპირობა არ აქვს, სრული აბსურდია”, - აღნიშნა გვარამიამ.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა ნიკა მელიასთვის 50 - ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
