"დღეს განსაკუთრებული დღეა – საქართველოს თავდაცვის ძალები 34 წლის გახდა! ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით ჩვენს საამაყო ჯარს, გენერლებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, რიგითებს" - მიხეილ ყაველაშვილი
“დღეს განსაკუთრებული დღეა – საქართველოს თავდაცვის ძალები 34 წლის გახდა! ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით ჩვენს საამაყო ჯარს, გენერლებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, რიგითებს”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 34 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამხედრო სამსახური სიმამაცეს, პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმს მოითხოვს.
“ეს დღე გეკუთვნით თქვენ, თითოეულ მამაც და პროფესიონალ სამხედროს, რომლებიც ღირსეულად ემსახურებით საქვეყნო მნიშვნელობის საქმეს და იცავთ სამშობლოს დამოუკიდებლობას, მშვიდობასა და თავისუფლებას.
სამხედრო სამსახური მოითხოვს სიმამაცეს, პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმს. თითოეული თქვენგანი გმირობისა და თავდადების მაგალითია, სწორედ თქვენ წარმოადგენთ იმ მტკიცე საყრდენს, რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფოს თავისუფლება, სუვერენიტეტი და მშვიდობიანი მომავალი.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, ქართული ჯარის ჩამოყალიბებისა და მისი განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. შექმნის დღიდან, 34 წლიანი ისტორიის განმავლობაში, თავდაცვის ძალები ყველა ომსა და ბრძოლაში ღირსეულად იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და თავისუფლებას, რისთვისაც ქედს ვიხრი თითოეული სამხედრო მოსამსახურის წინაშე.
სიახლეები
- გორის სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმებმა, 50 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინეს
- რუსეთში „მტრის დრონებთან“ საბრძოლველად რეზერვისტებს აგროვებენ
- ტენერიფეს კუნძულზე ძლიერი შტორმის შედეგად ტურისტები დაიღუპნენ
- 2025 წლის 9 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევებს 345 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- “ევროპა აღარ მალავს, რომ რუსეთის აგრესიის საფრთხე რეალურია, უკრაინის შეიარაღებული ძალები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, იარაღის მიწოდება საკმაოდ პრობლემატური გახდა” – ვოლსკი
