“დამტკიცდა, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდება 7 მაისს, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე” – მმართველი გუნდის პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაში წერია, „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.
“დამტკიცდა, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდება 7 მაისს, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე. სხდომაზე ასევე დამტკიცდა, რომ განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, რომელიც 7 მაისის ყრილობაზე დამტკიცდება”, – წერია განცხადებაში.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში
