ირაკლი კობახიძემ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ევროპის გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა
ეს არის გაგრძელება იმ წარმატებული ეტაპისა, რომელსაც დღეს გადის ქართული სპორტი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ წარმატების ეს ისტორია მომავალშიც გაგრძელდეს, – ამ სიტყვებით შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ქართველი ძიუდოისტების წარმატება.
ირაკლი კობახიძემ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ევროპის გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვება და ინდივიდუალურ ასპარეზობაში წარმატება მიულოცა.
„მე მინდა, ჩვენს ძიუდოისტებს მივულოცო ძალიან დიდი წარმატება, როგორც ინდივიდუალურ ჭრილში, ასევე რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, გუნდურ ჭრილში – მათ მოიპოვეს ძალიან დიდი გამარჯვება, გახდნენ ევროპის ჩემპიონები. ჩვენს საამაყო სპორტსმენებს მინდა, მივულოცო ეს ძალიან დიდი წარმატება. ეს არის გაგრძელება იმ წარმატებული ეტაპისა, რომელსაც დღეს გადის ქართული სპორტი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ წარმატების ეს ისტორია მომავალშიც გაგრძელდეს,”- აღნიშნა პრემიერმა.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში
