"საერთოდ არ მაინტერესებს მათი განცხადებები, არც მათი პლატფორმები ვისთან შეიკრიბებიან, როგორ და რანაირად" - კახა კალაძე ოპოზიციაზე
„ხედავთ, როგორ არიან დაქსაქსულები, ერთმანეთს აგინებენ და ლანძღავენ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, განაცხადა და ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს სჭირდებოდათ მხოლოდ მაშინ, როცა მას პრეზიდენტის სტატუსი ჰქონდა.
„კოალიციას ჯერ უნდა ჰქონდეს ხალხის მხარდაჭერა, მათ კი არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ. ხედავთ, როგორ არიან დაქსაქსულები, ერთმანეთს აგინებენ, ლანძღავენ. თავად სალომე ზურაბიშვილი სჭირდებოდათ მაშინ, როცა მას პრეზიდენტის სტატუსი ჰქონდა. დღეს ხედავთ როგორი დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ. ასე რომ, საერთოდ არ მაინტერესებს მათი განცხადებები, არც მათი პლატფორმები, შეკრებები – ვისთან შეიკრიბებიან, როგორ, რანაირად. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, გვაქვს გეგმა, ვემზადებით არჩევნებისთვის. საკმაოდ მნიშვნელოვანი არჩევნებია ადგილობრივი თვითმმართველობა. იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხისგან კვლავ ძალიან დიდი მხარდაჭერა და თანადგომა იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
