“სააკაშვილის მთავრობამ, რომელსაც ახლაც კი ზოგი ევროპული მთავრობა და პოლიტიკური ჯგუფი უჭერს მხარს, დაუთმო საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის საოკუპაციო ძალას” – პაპუაშვილი
“ფაქტია, რომ საქართველოს, წინა მთავრობისგან განსხვავებით, რომელიც 2012 წლამდე იყო, არ დაუთმია ქვეყნის ტერიტორიები საოკუპაციო ძალისთვის და, ამის შემდეგ, საქართველოს არ დაუწყია ურთიერთობების ძებნა ქვეყნის ტერიტორიის სანაცვლოდ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“ესაა განსხვავება. ამიტომ, თუ ფაქტებით იმსჯელებთ, სააკაშვილის მთავრობამ, რომელსაც ახლაც კი ზოგი ევროპული მთავრობა და პოლიტიკური ჯგუფი უჭერს მხარს, დაუთმო საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
