“ორი დღის განმავლობაში ვიხილეთ ორი განსხვავებული წერილი, პირველი იყო დაწერილი „დიფ სთეითის“ მიერ და ეორე შედგენილი იყო ტრამპის ადმინისტრაციაში, ეს აჩვენებს ორთაბრძოლას, რაც წარიმართება ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის” - ირაკლი კობახიძე
ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ასეთი წერილი, სადაც პირდაპირ არისგამოხატული ღიაობა თანამშრომლობის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის მიერ მიხეილ ყაველაშვილისთვის გაგზავნილი მილოცვის კომენტირებისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს მთავრობა სწორედ ამას ითხოვდა, როგორც დახურული, ისე - ღია წერილით.
კობახიძის თქმით, ორი დღის განმავლობაში აშშ-დან ორი განსხვავებული წერილი ვიხილეთ, პირველი იყო დაწერილი „დიფ სთეითის“ მიერ და მეორე შედგენილი იყო ტრამპის ადმინისტრაციაში, რაც აჩვენებს ორთაბრძოლას ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის.
ამასთან, კობახიძე განმარტავს, რომ ერთი წერილი პრაქტიკულად არ აღიარებდა ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ადრესატი იყო პირდაპირ ხალხი, მაშინ, როდესაც "გვერდი აუარეს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას" , ხოლო პრეზიდენტ ტრამპის წერილში ადრესატი საქართველოს ხელისუფლება და მიხეილ ყაველაშვილია, რომელშიც საუბარია საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის განვითარებაზე.
კობახიძე თვლის, რომ ეს დუბლირება ერთი და იგივე ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ წარმოაჩენს იმ დაპირისპირებას, რომელიც "ახლა წარიმართება ტრამპის ადმინისტრაციასა და დიფ სთეითს შორის".
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს