“გუშინ ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ განაცხადა ივანიშვილმა, რომ ის მზადაა ცალ ფეხზე დადგეს, თუ საკუთარ ფულს დაუბრუნებენ” - გრიგოლ გეგელია
გუშინ ჩვენ ვნახეთ თუ როგორ განაცხადა ივანიშვილმა, რომ ის მზადაა ცალ ფეხზე დადგეს, თუ საკუთარ ფულს დაუბრუნებენ, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილის ერთადერთი მოტივაცია არის ფული და არა ეროვნული ინტერესი.
„ვაჭარმა ივანიშვილმა გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი ერთადერთი მოტივაცია არის ფული და არა ეროვნული ინტერესი, პერსონალური კეთილდღეობა და არა სახელმწიფოსა და მოქალაქეების კეთილდღეობა. მან კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ივანიშვილის პირობებში არ მოხდება არავითარი სტაბილიზება დასავლეთთან, რაც არ არის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში. ეს პასუხისმგებლობის არიდება, რომელსაც ვხედავთ სინამდვილეში არის იმის გამოხატულება, რომ ივანიშვილს არ სურს ურთიერთობების სტაბილიზება პოლიტიკურ დასავლეთთან და არც აშშ-სთან, არამედ სურს, რომ საქართველო ჩააბაროს, სრულად და საბოლოოდ, რუსეთის ფაშისტურ ფედერაციას. გუშინ ჩვენ ვნახეთ თუ როგორ განაცხადა ივანიშვილმა, რომ ის მზადაა ცალ ფეხზე დადგეს, თუ საკუთარ ფულს დაუბრუნებენ და ისიც კი თქვა, რომ მზადაა დასავლეთს დაეკითხოს, თუ როგორ დახარჯავს საკუთარ ფულს, ოღონდ კი მიიღოს საკუთარი მილიონები უკან.
ეს არის ივანიშვილის ერთადერთი მამოძრავებელი ფორმულა და ეს არის ის, რის გამოც ივანიშვილი მილიონობით ქართველს და ქართულ სახელმწიფოს სწირავს და უმონებს რუსეთის ფედერაციას“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა რატომ თქვა უარი საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე. როგორც ივანიშვილი განმარტავს, "მის მიმართ არსებული პირადი შანტაჟის ფონზე, მისთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიაჩნია". ამასთან, როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით დაინტერესებულია და ამერიკულ მხარეს ისიც კი შესთავაზა, რომ დაბლოკილი თანხა არა პირადი მიზნებით, არამედ მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით დაეხარჯა, რადგან, როგორც მან განმარტა, „ფული არც მანამდე და არც ახლა არ არის მისი ინტერესი“.
სიახლეები
- “ჩვენი ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცეა, მაგრამ არ დავთმობთ ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტს, მიუღებელია ორმაგი სტანდარტები და არც ჩვენს იდენტობას გავცვლით პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე” - ირაკლი კობახიძე
- “ირაკლი კობახიძე არის საქართველოს გმირი, საერთაშორისო პატრიოტი, რომელმაც მოიგო არჩევნები, ლიბერალური მოძრაობების წინააღმდეგ წავიდა და დაამარცხა ყველა - თავი არ დაუხარა ბრიუსელს” - ვიქტორ ორბანი
- ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს
- სამხრეთ კორეაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- სოკო კეცზე