“ირაკლი კობახიძე არის საქართველოს გმირი, საერთაშორისო პატრიოტი, რომელმაც მოიგო არჩევნები, ლიბერალური მოძრაობების წინააღმდეგ წავიდა და დაამარცხა ყველა - თავი არ დაუხარა ბრიუსელს” - ვიქტორ ორბანი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, „ირაკლი კობახიძე არის საქართველოს გმირი და საერთაშორისო პატრიოტი,რომელმაც არჩევნები მოიგო".
როგორც ორბანმა ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ირაკლი კობახიძემ ბრიუსელს თავი არ დაუხარა და ძლიერი, წარმატებული ლიდერი გახდა“.
„საქართველოს გმირი, საერთაშორისო პატრიოტი, ადამიანი, რომელმაც მოიგო არჩევნები, არის ირაკლი კობახიძე. ლიბერალური მოძრაობების წინააღმდეგ წავიდა და დაამარცხა ყველა. ქვეყანაში მოიტანა უმსხვილესი ეკონომიკური ზრდა. ამ ქვეყნის 20% არის „რუსული დათვის“ მიერ წაღებული, მაგრამ ბრიუსელს არ დაუხარა თავი, გახდა ახალი დიდი ბრიტანეთი, გახდა ძლიერი და წარმატებული ლიდერი თავის ქვეყანაში”, - განაცხადა ორბანმა. ამასთან, როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, კონსერვატიული პოლიტიკური მოძრაობა გლობალური ბრენდი გახდა.
„ჩვენ ბევრი რამ გამოვიარეთ, შეტევა, თავდასხმა, მაგრამ ბევრი ადამიანი, ვინც ამ დარბაზშია, არის იმის მტკიცებულება, რომ ბრძოლის გარეშე წარმატება არ არსებობს. არა მარტო უნდა ვიბრძოლოთ წარმატებისთვის, არამედ გავიაროთ დიდი ტკივილიც. ამას ამტკიცებს დონალდ ტრამპიც. ლიბერალური, პროგრესული ხალხი ვერ გაუძლებდა იმას, რაც ჩვენ გამოვიარეთ.. ჩვენ შევძელით კვლავ დავმდგარიყავით ფეხზე და ევროპელი ლიდერების სამაგალითო ეტალონი ვაჩვენეთ. სხვები იმალებიან, ჟურნალისტებს ეფარებიან უკან, მაგრამ ჩვენ გაბედულად ვდგავართ მათ წინ და ფანტასტიკურ შედეგებს ვაღწევთ ჩვენს ქვეყნებში. ჩვენ ვართ იმის მაგალითი, თუ რა არის გამძლეობა. კონსერვატიული პოლიტიკური მოძრაობა გახდა გლობალური ბრენდი. ეს კონფერენცია არის იმის მტკიცებულება, რომ ლიბერალებს ვაშინებთ და ისინი თავიანთ კუთხეში იმალებიან“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა. თარგმანს ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს