"თუ არ გადაიხდი გირაოს, მოგიწევს პატიმრობა - ეს არის და ეს" - ირაკლი კობახიძე
სამართლის უზენაესობა უნდა იყოს დაცული, თუ არ გადაიხდი გირაოს, მოგიწევს პატიმრობა, თუ დაარღვევ კანონს სხვა კუთხით, მაგალითად, არ გამოცხადდები საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, აქაც მოგიწევს შესაბამისი პასუხის მიღება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა.
პრემიერის თქმით, ეს არის სამართლებრივი საკითხი - ვინც არ სცემს პატივს კანონს, მიიღებს შესაბამის პასუხს.
„ჩემთვის ეს არის სუფთა სამართლებრივი საკითხი - არ სცემენ პატივს კანონს, მიიღებენ შესაბამის პასუხს ამასთან დაკავშირებით. ამის იქით, რა თქმა უნდა, ჩვენ ინტერესი არ გვაქვს. სამართლის უზენაესობა უნდა იყოს დაცული, თუ არ გადაიხდი გირაოს, მოგიწევს პატიმრობა, თუ დაარღვევ კანონს სხვა კუთხით, მაგალითად, არ გამოცხადდები საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, აქაც მოგიწევს შესაბამისი პასუხის მიღება, ეს არის და ეს. ეს არის მთლიანად სამართლებრივი საკითხი და სამართლებრივი საკითხებით საქართველოში დაკავებულები არიან სამართალდამცავი უწყებები", - განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
