“დიდი ქვეყნები ერთმანეთთან დალაგდებიან, მოილაპარაკებენ, ჩვენ, პატარა ქვეყნებმა არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, მათი ინტერესებისთვის გამოგვიყენონ” - კახა კალაძე
„ცხადია, დიდი ქვეყნები ერთმანეთთან დალაგდებიან, მოილაპარაკებენ, ჩვენ, პატარა ქვეყნებმა არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყნები გამოყენებული იყოს სხვადასხვა დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც აღმოსავლეთით ნატო-ს გაფართოებაზე რუსეთის შეშფოთებას ეხება.
„ამაზე მიმდინარეობდა საუბარი დიდი ხნის განმავლობაში, რომ თუ აღნიშნული გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, რუსეთისთვის ეს იქნებოდა წითელი ხაზები და უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა მათთვის. ძალიან ბევრი განცხადება მოვისმინეთ აღნიშნულთან დაკავშირებით. საერთო ჯამში, რომ შევაფასოთ, ცხადია, დიდი ქვეყნები ერთმანეთთან დალაგდებიან, მოილაპარაკებენ, ჩვენ, პატარა ქვეყნებმა არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყნები გამოყენებული იყოს სხვადასხვა დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად. ჩვენ მოგვიწია ძალიან პრინციპული პოზიციის დაკავება, მისი დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, ცილისწამება, განცხადებები, რომელიც კეთდებოდა, სიცრუეზე იყო დაფუძნებული, იყო უამრავი შანტაჟი, რომელიც დღესაც გრძელდება. ეს ყველაფერი იყო იმის გამო, რომ ვიცავდით ჩვენს ქვეყანას, მის ინტერესს. არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ საქართველოს ინტერესები გამოყენებული იყოს სათავისოდ. პირიქით, ჩვენ გვჭირდება ბევრი მეგობარი, ძლიერი პარტნიორი. საქართველო ყოველთვის მზად იყო და ახლაც მზად არის ამ ურთიერთობებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
