გიგა ბოკერია წულუკიანის კომისიაზე მისვლას არ აპირებს
"ქალბატონი წულუკიანისგან სიძულვილის, ცილისწამების და პუტინისტური პროპაგანდის მორიგი ბოდვა მოვისმინეთ: მთავაზობს, რომ ჩემი ინიციატივით გამოვცხადდე ე.წ. კომისიაზე. რეჟიმის შავრაზმული სიძულვილის წარჩინებულ მქადაგებელს ჩემთან დებატი და დისკუსია თუ სურდა, ყველა ჯერზე ინტერაქტიული დებატებისთვის თავი არ უნდა აერიდებინა, როცა პარლამენტში ვიყავი.
"რაც შეეხება ამ სამარცხვინო პოლიტიკურ მასკარადს კომისიის სახით, ჩემი პოზიცია იგივე რჩება: ამ პარლამენტის პოლიტიკურ ლეგიტიმურობას არ ვცნობ, ამ კომისიის და ამ პროპაგანდის ამოცანად მიმდინარე კრიზისის წინა ხელისუფლებასთან დაპირისპირებად გარდაქმნის მცდელობად მივიჩნევ, რასაც არ ვაპირებ ხელი შევუწყო" - ამბობს ბოკერია
შეგახსენებთ, რომ დღეს წულუკიანმა ის ადამიანები ჩამოთვალა, რომლებიც, მისი თქმით, კომისიაზე ნებაყოფლობით უნდა გამოცხადდნენ. გიგა ბოკერიასთან ერთად წულუკიანი ამბობს, რომ მოკვლევა ლევან რამიშვილის, ჩიორა თაქთაქიშვილის, გიორგი კანდელაკის და სიმონ ჯანაშიას ირგვლივაც უნდა ჩატარდეს.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
