“ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, მიიღებს თუ არა ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა, ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპოზიცია ფინანსდება და იმართება ქვეყნის გარედან” - ვლადიმერ ბოჟაძე ევროპარლამენტის მოწოდებაზე
,,ჩვენ ვემზადებით ამ არჩევნებში გამარჯვებისთვის. თუმცა, ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპოზიცია ფინანსდება და იმართება ქვეყნის გარედან”, – ასე გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ ბოჟაძე, ევროპარლამენტის მოწოდებას ოპოზიციის მიმართ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.
მისი შეფასებით, ამ მოწოდებით ევროპარლამენტმა ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობისთვის მწვანე შუქი აუნთო.
„ეს რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს და ჩვენც ვსაუბრობდით, რომ ოპოზიცია, რომელსაც ქვეყნის შიგნით მხარდაჭერა არ გააჩნია, მხარდაჭერასაც და დაფინანსებასაც ქვეყნის გარედან ელოდებოდა. აი, პირველი სიგნალი უკვე გამოჩნდა. მათ ფაქტობრივად, მწვანე შუქი აუნთეს, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. მათ [ოპოზიციას] საკუთარ ამომრჩეველთან, რომელსაც უკვე 7 თვეა, ატყუებენ, რომ თითქოს, არჩევნები გაყალბდა, ექნებათ გასამართლებელი საბუთი, რომ აი, თურმე, ევროპარლამენტმაც კი მოუწოდა არჩევნებში მონაწილეობისკენ. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, მიიღებს თუ არა ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას, ან რა ფორმით მიიღებს, ჩვენ ვემზადებით ამ არჩევნებში გამარჯვებისთვის. თუმცა, ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპოზიცია ფინანსდება და იმართება ქვეყნის გარედან“, – განაცხადა ბოჟაძემ.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
