“ჩვენი გუნდი რევოლუციონერი არ არის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის გადაწყვეტილება არის ცუდსა და უფრო ცუდს შორის მისაღები გადაწყვეტილება” - ანა ბუჩუკური

ხელისუფლების შესაცვლელად, ორი შანსია - არჩევნების გზა და ძალადობრივი გზა. ჩვენი გუნდი რევოლუციონერი არ არის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურმა პარტიამ მაქსიმალურად, ყველა ველზე, ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური ბერკეტი უნდა გამოიყენოს. ასე უყურებენ ჩვენი პარტნიორებიც, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ბუჩუკურის განმარტებით, მათი პარტიის გადაწყვეტილებებზე ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც გარეთ, ვერავინ ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს.

 

„დასავლელი პარტნიორებისთვის აუხსნელია, როგორ შეიძლება პოლიტიკურმა პარტიამ არ გამოიყენოს პოლიტიკური საბრძოლო ბერკეტები და არჩევნები - მიუხედავად იმისა, როგორიც არ უნდა იყოს, ის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია. თეორიულად ორი შანსია ხელისუფლება შეიცვალოს: ერთი არის არჩევნების გზა (ძალიან კარგად ვიცით ბოლო არჩევნები როგორ ჩატარდა, რა თქმა უნდა, ახლაც არ გვაქვს რაღაც სასწაულის მოლოდინი) და მეორე არის ძალადობრივი გზა. ჩვენი გუნდი რევოლუციონერი არ არის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურმა პარტიამ მაქსიმალურად, ყველა ველზე, ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური ბერკეტი უნდა გამოიყენოს. ასე უყურებენ ჩვენი პარტნიორებიც“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

 

მან ასევე ისაუბრა ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მოსაზრებაზე, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხრიდან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება არის „დანაღმულ ველზე შესვლა“.

 

„დანაღმული ველი არის საქართველოში ოპოზიციური პარტიის თითოეული წევრისთვის ყოველდღიური ცხოვრება. დანაღმული ველი არ არის დღეს, რაც ხდება ოპოზიციური პარტიების ლიდერების და წევრების წინააღმდეგ? დანაღმული ველი არ იყო, როცა ყოფილ პრემიერ-მინისტრს თავს დაესხნენ ბათუმში და დღემდე გამოძიებული არაფერია? დანაღმული ველი არ არის, როდესაც ოპოზიციონერი ლიდერების რაღაც ნაწილი ციხეშია? გადაწყვეტილებას ჩვენ ვიღებთ, ძალით ხომ არ ვარ ოპოზიციაში, ჩემი გადაწყვეტილება ჩემი ღირებულების მიხედვით მიღებული გადაწყვეტილებაა და მე ამ დანაღმულ ველზე ჩემი ნებით ვარ. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება არის დანაღმული ველი“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

წაკითხვა 435 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 05 2025
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.