“საგამოძიებო კომისიის სხდომები გახდება საფუძველი, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დაიწყოს ახალი ეტაპი” - გურამ მაჭარაშვილი
„საგამოძიებო კომისიის სხდომები გახდება საფუძველი, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დაიწყოს ახალი ეტაპი,“ – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„სამწუხაროდ ეს თანამდევი არგუმენტები და თანამდევი ფაქტებია „ნაცმოძრაობის“, როგორც რეჟიმის. გამომდინარე აქედან, საგამოძიებო კომისიის სხდომები პრაქტიკულად გახდება საფუძველი იმისა, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დაიწყოს ახალი ეტაპი“, – აცხადებს მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, დროებითი საგამოძიებო კომისია ქონებრივი უფლებების ხელყოფისა და 2004-2012 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საკითხებს გაეცნობა.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
