“მარტა კოსის განცხადებაზე: საქართველოს ხელისუფლებას დაბრალდა, თითქოს ჩვენ გავაჩერეთ რაღაც პროცესი, რომელიც დაწყებულიც არ ყოფილა, ახლა ისევ ევროკომისიიდან გვესმის, რომ თურმე მათ დავუსჯივართ” - მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაფართოების საკითხებში ევროკომისარის, მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ჯერ „საქართველოს ხელისუფლებას დაბრალდა, რომ თითქოს გააჩერა რაღაც პროცესი, რაც დაწყებული არც ყოფილა, ხოლო ახლა ისევ ევროკომისიიდან გვესმის, რომ თურმე მათ დავუსჯივართ“.
„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა გახდა მიზეზი და რატომ გააჩერეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან. წელიწად-ნახევარი საქართველოს ალოდინეს კანდიდატის სტატუსისთვის, მოგვცეს კანდიდატის სტატუსი და არდაწყებული გაწევრიანების პროცესი გააჩერეს.
ჩვენთან მოლაპარაკებები არავის გაუხსნია, ის გადაწყვეტილება რაც მიიღეს უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში, საქართველოსთან მიმართებაში მიღებული არ ყოფილა. ამ დროს ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვინდა ეს ინსტრუმენტი გამოგაყენებინოთ ჩვენს წინააღმდეგ და არ გთხოვთ მოლაპარაკებების გახსნას, სანამ თქვენ არ მიიღებთ ამ გადაწყვეტილებას. როდესაც ნახეს, რომ ეს ინსტრურმენტი ხელიდან ეცლებოდათ მთლიანი შემოტრიალდა ნარატივი და დაბრალდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ თითქოს ჩვენ გავაჩერეთ რაღაც პროცესი, რომელიც დაწყებულიც არ ყოფილა საქართველოსთან მიმართებაში. ახლა კი, ისევ და ისევ ევროკომისიიდან გვესმის, რომ თურმე მათ დავუსჯივართ“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ევროპულმა საბჭომ შეაჩერა.
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს