“თუ მეკითხებით, როგორია ჩვენი პოზიცია, ვემზადებით ამ არჩევნებისთვის” - ლილუაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე
“ჩვენი პოზიცია როგორიც იყო დასაწყისში, ისეთია დღესაც და იქნება ხვალაც. ამაზე გავლენას ვერავინ მოახდენს, ვერც ქვეყნის შიგნიდან და ვერც – გარედან. თუ მეკითხებით, როგორია ჩვენი პოზიცია, ვემზადებით ამ არჩევნებისთვის”, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
„იყო ერთობასა და რაღაცებზე საუბარი – ერთი რამ გაიგოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პერსონალურად, ქალბატონმა წითლიძემ, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ვერ იქნებოდა იმის წინააღმდეგი, რაც ბუნებაში არ არსებობდა და არც იარსებებს, ეს არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჩვენი ერთობა. ასეთი რამ არც წარსულში, არც აწმყოში და არც მომავალში არ იარსებებს. ამიტომ, ჩვენ ვერანაირად ვერ ჩავშლით იმას, რაც არ არსებობს. ვთქვით და ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. რაღაც დისკუსიებზე იყო საუბარი და ჩვენ ეს დისკუსიები გავლილი გვაქვს. გამართონ დისკუსია რამდენიც უნდათ იმასთან დაკავშირებით, აპირებენ თუ არა მონაწილეობის მიღებას. ჩვენთვის შემდეგი ეტაპი არის ნეიტრალურ და აპოლიტიკურ კანდიდატებზე შეჯერების საკითხი. როგორც კი მათი დისკუსიის დღის წესრიგში ეს საკითხი გაჩნდება, ჩვენ მზად ვართ, ამ საკითხზე ვისაუბროთ“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
სიახლეები
- “ტერორი საქართველოში - ახალი რეკორდები” - სალომე ზურაბიშვილი
- “მივმართავთ მთავრობას, გვაჩვენონ ხელშეკრულება, რომელიც არაბებთან გაფორმდა - მიგვაჩნია, რომ ერთი მხრივ, საქმე გაქვს ანტიეროვნულ გადაწყვეტილებასთან და მეორე მხრივ, არაბულ აფიორასთან” - ალეკო ელისაშვილი
- “მოულოდნელად დაკარგა გონება და განვითარდა გულის გაჩერება, დაფიქსირდა ფიბრილაცია” – სამედიცინო ბრიგადამ მამაკაცისთვის გულისცემის აღდგენა შეძლო
- რომში მსხვერპლი მოჰყვა შუა საუკუნეების კოშკის ნაწილის ჩამონგრევას
- “ნაცმოძრაობამ” სისხლიანი და ცრემლიანი საქართველო დაუტოვა “ქართულ ოცნებას”, უშველებელი პრობლემებით” – გია ვოლსკი
