,,მნიშვნელოვანია, რომ აგრემანი მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან, ეს ჩვენ გვაძლევს კვლავ ოპტიმიზმის იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია"- შალვა პაპუაშვილი
,,მნიშვნელოვანია, რომ აგრემანი მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან. ეს ჩვენ გვაძლევს კვლავ ოპტიმიზმის იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია”, – ამის შესახებ სქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, აშშ-ში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.
,,რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველო ელჩით იყოს წარმოდგენილი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს ჩვენ გვაძლევს კვლავ ოპტიმიზმის იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელი არის და ჩვენ კვლავ ერთგული ვართ იმ წინადადების, რომელზედაც უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ჩვენ გვინდა ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც დამყარებული იქნება ორივე ერის ეროვნულ ინტერესებზე. ასე, რომ ქალბატონი თამარ ტალიაშვილი, როგორც ელჩი ამ მხრივ არის ყველაზე კარგი კანდიდატურა და მიხარია, რომ ის იქნება საქართველოს წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
