,,ჩვენ ხომ ოპოზიცია აღარ გვყავს, მცირე გამონაკლისის გარდა – ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც გაერთიანდა იმისთვის, რომ ქვეყანაში რევოლუციური პროცესი განავითაროს"- გია ვოლსკი
ჩვენ ხომ ოპოზიცია აღარ გვყავს, მცირე გამონაკლისის გარდა. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც გაერთიანდა იმისთვის, რომ ქვეყანაში რევოლუციური პროცესი განავითაროს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ვოლსკიმ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ვერ სთავაზობს საზოგადოებას წინასაარჩევნო პროგრამებს აქტუალურ თემებთან დაკავშირებით.
„რეალურად, არცერთი სიტყვა არ თქმულა ისეთ თემებთან დაკავშირებით, როგორიცაა თუნდაც საბანკო სისტემის განვითარება, სოფლის მეურნეობა, განათლება, – უამრავი დარგია. საპროგრამო რაიმე ხომ უნდა ჰქონდეს, გარდა იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა/არ გაყალბებულა და საგარეო კურსი შეიცვალა, – ამით უნდათ, მოიზიდონ რაც შეიძლება ბევრი რადიკალურად მოაზროვნე, მოფიქრალი და მოქმედი ადამიანი“, – განაცხადა ვოლსკიმ.
სიახლეები
- ,,ერთი „სტრატეგია აღმაშენებელია“ ახალი სახე და მეორე მე ვარ ჩინეთის იმპერატორი"- ირაკლი ზარქუა
- ,,ირანი მეზობელ ქვეყნებს თავს არ ესხმის”- ქაზემ გარიბაბადი
- აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტი ირანმა უპილოტო საფრენი აპარატით დაბომბა
- კანადის პრემიერი ირანზე თავდასხმებში მონაწილეობაზე - კატეგორიულად ვერასდროს გამოვრიცხავ
- დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოვარდნილი დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს
