“თუ კანონი არ იცავს საჯარო მოხელეს, რომ თავისი საქმიანობა განახორციელოს მისი უფლებამოსილების ფარგლებში, ასეთ შემთხვევაში ვერ იქნება დემოკრატიის ელემენტარული პრინციპი მიღწეული” - ნინო წილოსანი
„ყველა ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს პრინციპი, რომ ადამიანის შეურაცხყოფას, მასზე ზეწოლა საჯარო სივრცეში არის დასჯადი, „- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
„ვერც ერთ ქვეყანას დიდი ბრიტანეთიდან დაწყებული, გერმანია-საფრანგეთით გაგრძელებული ვერ მოიტანენ ჩვენი ოპონენტები, სადაც არ მუშაობს ეს პრინციპი და განსაკუთრებით არ მუშაობდეს საჯარო პირების მიმართ. თუ კანონი არ იცავს საჯარო მოხელეს, რომ თავისი საქმიანობა განახორციელოს მისი უფლებამოსილების ფარგლებში, მათ შორის პოლიტიკოსს, რომელმაც აასრულოს თავისი ამომრჩევლის დაკვეთა, ასეთ შემთხვევაში ვერ იქნება დემოკრატიის ელემენტარული პრინციპი მიღწეული“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ Facebook-ზე დაწერილ და გამოთქმულ შეურაცხმყოფელ ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელით უკვე მიმართა. უწყებაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კონკრეტული მაგალითებია შეტანილი.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში
