"მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს ბრიუსელი, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველომ მტკიცედ იაროს ევროკავშირისკენ გზაზე" - ვიქტორ ორბანი
უნგრეთი მტკიცედ იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში, არამედ ევროკავშირის ტერიტორიაზეც, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვიქტორ ორბანის თქმით, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს ბრიუსელი, უნგრეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველომ მტკიცედ იაროს ევროკავშირისკენ გზაზე.
„ჩვენ ყოველთვის საქართველოს მოკავშირედ ვგრძნობთ თავს და ევროკავშირის წინაშე წარმოვადგენთ საქართველოს ყველა იმ ბრძოლაში, რომლითაც საქართველო იბრძვის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დასაცავად. მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს ბრიუსელი, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს დასახმარებლად, რათა ევროკავშირისკენ გზაზე მტკიცედ იაროს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
