“რადგან ჩაერთნენ ქართულ პოლიტიკაში, გაგვცენ პასუხი – რატომ ერეოდა ბრიტანეთის ელჩი არჩევნებში, ეს არის ბრალდება, რომელსაც მე მასთან მიმართებით ვაყენებ” - შალვა პაპუაშვილი
რადგან ჩაერთნენ ქართულ პოლიტიკაში, გაგვცენ პასუხი – რატომ ერეოდა ბრიტანეთის ელჩი არჩევნებში, ეს არის ბრალდება, რომელსაც მე მასთან მიმართებით ვაყენებ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
„ფაქტია, რომ ბრიტანეთის ელჩი ჩაერია საპარლამენტო არჩევნებში, ის ცდილობდა გავლენა მოეხდინა მოქალაქეების აზრის ფორმირებაზე, მოეხდინა ეს გავლენა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. შესაბამისად, მისი მიზანი იყო „ქართული ოცნების“ დამარცხება და სხვისი მოყვანა ხელისუფლებაში. დავსვათ კითხვა – ვისი მოყვანა? ვინ არიან? ეს არის ის ძალა, რომელიც, ერთის მხრივ, ვნახეთ ვინც არიან, საგამოძიებო კომისიაში ვისმენთ კიდევაც, რა ტერორი დაატრიალეს საქართველოში და ესენი არიან ის ხალხი. რომლებიც მთავარ პრობლემას „ქართული ოცნებისა“ ხედავენ იმაში, რომ ჩვენ არ ვუჯერებთ უცხოელებს. ამბობენ, რომ პირველი, რასაც გააკეთებენ – დაუჯერებენ უცხოელებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ბრიტანეთის ელჩმა უნდა გასცეს პასუხი ბრალდებას, რომ ის საქართველოს არჩევნებში ჩარევას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ცდილობდა.
„ამაზე უნდა გასცენ პასუხი – დამალობანას რომ თამაშობენ ელჩები, გამოვლენ რაღაცას იტყვიან, მერე ხმას არ იღებენ და უკარებასავით არიან – ასე არ არის. რადგან ჩაერთნენ ქართულ პოლიტიკაში, შემოვიდნენ წინასაარჩევნო კამპანიაში და იყვნენ ამის მონაწილეები, კეთილი ინებონ და მოიქცნენ, როგორც პოლიტიკის მონაწილე სუბიექტები და გაგვცენ პასუხი – რატომ ერეოდა ბრიტანეთის ელჩი არჩევნებში. ეს არის ბრალდება, რომელსაც მე მასთან მიმართებით ვაყენებ და გასცეს პასუხი – იყო თუ არა ეს მცდელობა, გავლენა მოეხდინა აზრის ფორმირებაზე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
- საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა
- უკრაინის პატრიარქი ფილარეტი კიევში დაკრძალეს
- ,,38 წლის ასაკში დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ” – გურამ კაშია
