"ცხადია, სასამართლოდ წოდებულ ივანიშვილის საღორეში მისვლას არ ვაპირებ” - თამარ ჩერგოლეიშვილი
"ცხადია, სასამართლოდ წოდებულ ივანიშვილის საღორეში მისვლას არ ვაპირებ.
რაც მოეხასიათებათ, ის გადაწყვიტონ.
ეს ყველაფერი რეჟიმის რღვევას აჩვენებს და გადავჯეგავთ.
მხოლოდ იმაზე ვიზრუნებ, ყველა დასანქცირდეს და სიცოცხლე გაუმწარდეს, ვინც ამ აბსურდში თუნდაც პასიურად მონაწილეობს" - წერს ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
ჩერგოლეიშვილი ერთ-ერთია, ვინც დღეს სასამართლოში ივანიშვილის წარმომადგენლების მიმართ Facebook-ზე "შეურაცხყოფისთვის" დაიბარეს.
მათ შორის არიან ელენე ხოშტარია, ვახო სანაია, ვიკა ბუკია, გიორგი თუმასიანი, ანა სუბელიანი, მარიამ გეგუჩაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, მიშა მშვილდაძე, ეკა მიშველაძე, ალეკო ელისაშვილი, ლევან ხაბეიშვილი, დეა მამისეიშვილი, დავით ქაცარავა, გიგა მაქარაშვილი, ქეთი მოლაშვილი.
სიახლეები
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
- საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა
- უკრაინის პატრიარქი ფილარეტი კიევში დაკრძალეს
- ,,38 წლის ასაკში დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ” – გურამ კაშია
