“ბრიტანეთის საელჩო ფიქრობდა, რომ ჩაქუჩს დაარტყამდა, მაგრამ ეს ჩაქუჩი, საბოლოო ჯამში, თითზე დაირტყა, ვინაიდან საკუთარი თავი ამხილა საქართველოში ექსტრემიზმის, სიძულვილის და პროპაგანდის დაფინანსებაში” - შალვა პაპუაშვილი
,,მე მგონი, ბრიტანეთის საელჩო გუშინ ფიქრობდა, რომ ჩაქუჩს დაარტყამდა, მაგრამ ეს ჩაქუჩი, საბოლოო ჯამში, თითზე დაირტყა, ვინაიდან საკუთარი თავი ამხილა საქართველოში ექსტრემიზმის, სიძულვილის და პროპაგანდის დაფინანსებაში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბრიტანეთის ელჩი ისეთ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს აფინანსებს, რომელთა გაცხადებული პოლიტიკა თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლაა.
„აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთის ელჩი ითხოვდა ნებართვას, რომ დაეფინანსებინა პარტიული პროპაგანდისტული გაზეთი „ტაბულა“. აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთის ელჩი ითხოვდა ნებართვას საქართველოს მთავრობისგან, რომ დაეფინანსებინა რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები. შტერი ვგონივართ, მე მგონი, ბრიტანეთის ელჩს, როდესაც თვლის, რომ ქართველი ხალხი დაიჯერებს, რომ პარტიული პროპაგანდისტული კედლის გაზეთის, „ტაბულას“ დაფინანსება არის დამოუკიდებელი მედიის და ჟურნალისტიკის დაფინანსება. ალბათ, შტერი ჰგონია ქართველი ხალხი, თუკი ბრიტანეთის ელჩი ფიქრობს, რომ NGO “მომავლის აკადემიის“ დაფინანსება ემსახურება თვითმმართველობის არჩევნებისთვის რაღაცა მზადებას. ყველას შეგახსენებთ, რომ ერთიც, მეორეც, მესამეც მუშაობს იმისთვის, რომ ჩაშალოს თვითმმართველობის არჩევნები, როგორც „ტაბულა“ და მის უკან მდგომი პოლიტიკური პარტია ისევე ე.წ. „მომავლის აკადემიები“. გაცხადებული პოლიტიკა აქვთ, რომ ჩაშალონ თვითმმართველობის არჩევნები და ამ ხალხისთვის ფულის მიცემა უნდა ბრიტანეთის ელჩს. ამაზე მეტი მავნებლობა რა შეიძლება ადამიანმა განაცხადოს არ ვიცი,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, უწევთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებების გაუქმება, რომლებიც მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. როგორც დიპლომატიური წარმომადგენლობა განმარტავს, მათ საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვის შემდეგ აცნობეს, რომ მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ დასრულებული არ არის და შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობს „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები.
სიახლეები
- ნიკა გვარამია დააკავეს
- “ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო საელჩო დაკეტილია, ხელმისაწვდომი არ იქნება საკონსულო მომსახურებაც” - საქართველოში ისრაელის საელჩო
- “გასაგები იყო, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო და მერჩივნა, ჩემით მოვსულიყავი – პატრულს ვაცნობე, რომ აქ ვარ და ალბათ შემასახლებენ ამ ან სხვა ციხეში” - ნიკა გვარამია
- კახა კალაძემ 13 ივნისს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო
- საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს