“ზურა გირჩის პარტიის წევრმა ხომ აღიარა, რომ დიახ, ჩვენ რევოლუციას ვამზადებთო? – რასაც ჩვენ ვამბობდით და რასაც უარყოფდნენ ეს მავნებლები” – ირაკლი ზარქუა
“იმას, რასაც ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, ახლა თვითონ აღიარებენ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ, ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
“ზურა გირჩის პარტიის წევრმა ხომ აღიარა პირდაპირ ეთერში, რომ დიახ, ჩვენ რევოლუციას ვამზადებთო? – რასაც ჩვენ ვამბობდით და რასაც უარყოფდნენ ეს მავნებლები… კიო, რევოლუციას ვაპირებდითო, მაგრამ არ გამოგვივიდაო. შესაბამისად, დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის. ისევ მადლობა აქვთ, ოღონდ ახალი სახეებით, ახალი ე.წ. პოლიტიკოსებით, ახალი დაქირავებული, დაფინანსებული მარგინალებით, რათა ადგილობრივ არჩევნებზე ისევ შექმნან ეს დაძაბულობის კერა. ეს არის ამათი ამოცანა, მაგრამ არ გამოუვათ”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ .
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
