“5-იანის ქვეშ არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, ეს სრულიად გამორიცხულია, არც 9 ნომრის ქვეშ მონაწილეობას არ ვთავაზობთ ჩვენს კოლეგებს” - ირაკლი კუპრაძე
5-იანის ქვეშ, არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, ეს სრულიად გამორიცხულია და შესაბამისად, არც 9 ნომრის ქვეშ მონაწილეობის მიღებას არ ვთავაზობთ ჩვენს კოლეგებს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ოპოზიციამ ნამდვილი ცვლილებებისთვის იბრძოლოს.
„[ოპოზიციასთან] დიალოგი და შეხვედრები დაწყებულია. პოზიციები ცნობილია, გასაგებია, მაგრამ ეს პოზიციები უნდა ექვემდებარებოდეს რაციონალური მსჯელობის შედეგად რაღაც ცვლილებას. ჩვენც შეიძლება რაღაც ტიპის კომპრომისები გავწიოთ, [თუმცა] 5-იანის [„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომრის] ქვეშ არ მივიღებთ მონაწილეობას, სრულიად გამორიცხულია, და შესაბამისად, არც 9 ნომრის [„ლელო – ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო ნომერი] ქვეშ მონაწილეობის მიღებას არ ვთავაზობთ ჩვენს კოლეგებს, თუნდაც ნეიტრალური ნომერი, თუნდაც ნეიტრალური კანდიდატები. საზოგადოებას სჭირდება ნდობა, ჩვენ რაღაც საკრებულოს სკამებისთვის კი არ ვიბრძვით, არამედ ვიბრძვით ცვლილებებისთვის, ნამდვილი ცვლილებებისათვის, ამიტომაც, გამოვედით და ვთქვით, რომ არც 9 ნომერი გვჭირდება, არც სახელი „ლელო“, არც ჩვენი მზისფერი ყვითელი ფერი არ გვინდა, გადავდოთ ეს ყველაფერი გვერდით, შევქმნათ ისეთი ერთობა საპროტესტო ჯგუფის ლიდერებთან ერთად, რომელიც გამოიკეთა ბოლო პერიოდში.
რაც შეეხება უკომპრომისობას და ბრძოლის ამ ნაწილს, მე ჩემი კოლეგების მაგალითზე შემიძლია, რომ რეკორდი მაქვს დამყარებული ბოლო 5 წლის განმავლობაში – 3 მანდატი მაქვს დათმობილი. ეს არის ორჯერ პარლამენტის მანდატი და ერთხელ ბათუმის საკრებულოს მანდატი“, – აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს