“ევროპარლამენტი გადაიქცა ბალტიისპირელების ლობისტური ჯგუფის სათარეშო სივრცედ” - გია ვოლსკი
,,ევროპარლამენტი უკვე გადაიქცა ამ ბალტიისპირელების ლობისტური ჯგუფის სათარეშო სივრცედ. დარწმუნებული ვარ, არც მზია ამაღლობელის ბედი ენაღვლებათ და არც იმ ახალგაზრდა კაცის, რომელმაც პოლიციელს ჩვენს თვალწინ ჩაარტყა ხელკეტი თავში”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ევროპარლამენტის შეფასებისას, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, კონკრეტული ევროპარლამენტარები საქართველოში უკონტროლობას ლობირებენ.
„ევროპარლამენტი უკვე გადაიქცა ამ ბალტიისპირელების ლობისტური ჯგუფის სათარეშო სივრცედ. საქართველოსთან დაკავშირებით გარკვეული სტრატეგია აქვთ ჩამოყალიბებული და დღენიადაგ ავრცელებენ ამ მტრულ აქტებს, მათ შორის ამ რეზოლუციების მეშვეობით. როგორ შეიძლება სააკაშვილზე ილაპარაკო როგორც ადამიანზე, რომელიც არის უდანაშაულო, როდესაც უამრავი ოჯახი და კონკრეტული ადამიანები არიან სერიოზულად დაზარალებულები პირადად მისი ქმედების და იმ სადისტური მმართველობის გამო, რომელიც მან შექმნა. კონკრეტული დანაშაულებია ჩადენილი. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ჯოხის ჩარტყმაც იყო და პოლიციელზე ხელის გარტყმაც. აქედან გამომდინარე, რას ლობირებენ ეს ადამიანები, კონკრეტული ევროპარლამენტარები წლების განმავლობაში?! იმას, რომ აქ უკონტროლობა იყოს?! იმას, რომ აქ დაიშვას იმ პროცესის განვითარება, რომელიც მათ დაგეგმეს?! – ეს არის სისხლის დაღვრა ქვეყანაში, „მაიდნის“ მოწყობა. რასაკვირველია, ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. საკმაოდ სერიოზული პროპაგანდისტული რესურსია, რასაც ისინი ატარებენ და ამას კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ იყენებს. დამთავრდა. სხვა, ამის იქით სცენარი არ არსებობს. მე დარწმუნებული ვარ, რომ არც მზია ამაღლობელის ბედი ენაღვლებათ და არც იმ ახალგაზრდა კაცის, რომელმაც პოლიციელს ჩვენს თვალწინ ჩაარტყა ხელკეტი თავში. სწორედ მაგათი ინიცირებულია, მათი წახალისებულია და მათი პროვოკაციაა, რომ ადამიანები ხშირ შემთხვევაში ისე იქცევიან, რომ საქართველოს ზიანი მიაყენონ. სწორედ ამ ხალხის, ვინც დღეს, აგერ, ამ პლაკატებით და ბანერებით გვევლინებიან, ვითომდა დემოკრატიის დამცველებად,“ – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა რეზოლუცია სახელწოდებით – „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მიიღო. რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. ასევე, ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის, აქტივისტი მათე დევიძე, ოპოზიციონერი ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია, ასევე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს