June 25, 2025

“ოპოზიცია ხალხის თვალში თავიდან ბოლომდე დისკრედიტებულია, ყველამ იცის, რომ ეს ადამიანები მუშაობენ საქართველოს სასიცოცხლო ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ” - ირაკლი კობახიძე

საზოგადოება ყველაფერს ხედავს და ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ოპოზიცია ხალხის თვალში არის თავიდან ბოლომდე დისკრედიტებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თავის დროზე ოპოზიცია პირდაპირ დადიოდა დერეფნებში ევროპულ სტრუქტურებში და უპირისპირდებოდა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღებოდა.

 

„ამის შემდეგ რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ ლობირებდა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, მოლაპარაკებების გახსნის წინააღმდეგ, პირდაპირ ხელს უშლიდა სამუშაო ჯგუფების საქმიანობას, არ იღებდა მონაწილეობას ამ ჯგუფების საქმიანობაში და ა.შ. ეს კამპანია გრძელდება, კამპანია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რაზეც საზოგადოებამ უკვე გააკეთა საკუთარი შეფასება, როდესაც 2024 წლის 26 ოქტომბერს გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე და მკაცრი პასუხი გასცა რადიკალურ ოპოზიციას.

 

საზოგადოება ყველაფერს ხედავს და ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ოპოზიცია ხალხის თვალში არის თავიდან ბოლომდე დისკრედიტირებული. ყველამ იცის, რომ ეს ადამიანები მუშაობენ საქართველოს სასიცოცხლო ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ამას აკეთებდნენ ისინი 2003 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, როცა იყვნენ ხელისუფლებაში და ამას აკეთებენ ისინი დღემდე. ამ კამპანიას აქვს ერთადერთი საფუძველი, ეს არის ის, რომ ისინი არიან აგენტები, ისინი ემსახურებიან არა საკუთარ ქვეყანას, არამედ ემსახურებიან შესაბამის უცხოურ სუბიექტს, ეს არის აგენტის ხვედრი, როცა დაგავალებენ, პირდაპირ უნდა დაუპირისპირდე საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ეს არის სამწუხარო რეალობა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

წაკითხვა 199 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 25 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.