“გვასანქცირებენ და გვსჯიან იმიტომ, რომ არ ვუღალატეთ ბიძინა ივანიშვილს!” - თეა წულუკიანი
“ჩემზე სანქციას რა აზრი აქვს? პარიზი მაქვს სანახავი, ვაშინგტონი, თუ რა აზრი აქვს? სასაცილო ხდება უკვე ეს ყველაფერი. როდესაც შენ, ამ შემთხვევაში მე და ჩემს თანაგუნდელებს, გვასანქცირებენ იმიტომ რომ, ვართ ე.წ enablers, ამიტომ გვასანქცირებენ, ანუ რატომ გვასანქცირებენ? – რომ ჩვენ არ ვღალატობთ ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ გვასანქცირებენ, რომ დამხმარეები ვართ, მისი კურსის გატარებას ვეხმარებით”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ სტუმრობისას განაცხადა.
თეა წულუკიანი გამოხატავს ნებისმიერი სანქციისადმი მზაობას და აცხადებს, რომ, რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი, დღეს საქართველო უკრაინაც კი აღარ იქნებოდა, ან საერთოდ აღარ იქნებოდა.
„ჩვენ, ვინც დაგვასანქცირეს ამისთვის, რომ გვეღალატა, გავმდგარიყავით, გვებრძოლა, როგორც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა და არა მარტო მან, მაშინ ჩვენ ვიქნებოდით ღმერთის რანგში აყვანილები, მაგრამ ჩვენ ასე ვერ ვიქცევით. მე მაგალითად მწამს, ასე რომ მოვიქცე მიწა არ მიმიღებს, ამის დღე დადგება, როცა დადგება, ეს დაუშვებელი რაღაცაა რასაც ითხოვენ. ითხოვენ რას? – შენ გასანქცირებენ და გსჯიან იმიტომ, რომ კიდევ არ უღალატე ბიძინა ივანიშვილს, მოდი დაგასანქცირო. აგერ ვართ და დაგვასანქცირეთ. ჩვენ ვინც ვართ, არ ვაპირებთ არცერთი ნაბიჯით გვერდზე გადგომას იმიტომ რომ, რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი, ოჯახს ხაზს ვუსვამ, ამდენი ხანია პოლიტიკაში ვართ და კიდევ ერთხელ უფრო ღრმად დავრწმუნდი, გარშემოც ვუყურებ, ხომ ბევრნი ვართ ჩვენ არ ვართ ცოტა გუნდში, ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსისთვის, მითუმეტეს ის, ვინც საფრთხეების წინაშე დგას ოჯახი, ამიტომ მადლიერებით ყოველთვის ოჯახი უნდა აღინიშნოს. რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი, დღეს ჩვენ უკრაინაც კი არ ვიქნებოდით. ჩვენ დღეს შეიძლება საერთოდაც არ ვიქნებოდით, ან რაღაც ნარჩენები იქნებოდა ჩვენგან დარჩენილი. არავის არ ეწყინოს და ვერავინ „ქართული ოცნების“ გუნდში იმ ტვირთს ვერ აწევდა, რასაც ეწევა ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ “enablers”. აღიარებით ჩვენებას გაძლევთ, “enabler” ვარ მათ შორის მეც, ვაგრძელებთ მუშაობას, ვისთვის რომ ,როცა დადგება დრო თქვენ მიხვალთ საარჩევნო ურნასთან გადაირჩევთ „ქართულ ოცნებას“ და ხმას მისცემთ ისეთ ძალას, რომელიც იქნება ან უკეთესი ან ტოლფასი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს