“გერმანიის პოლიციამ 170-ზე მეტი პირის სახლი გაჩხრიკა, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ინტერნეტში ე.წ. „სიძულვილის ენის“ გავრცელებაში და პოლიტიკოსების შეურაცხყოფაში” - ნინო წილოსანი
როგორც ჩანს, გერმანიაში პოლიტიკოსების შეურაცხყოფა და სიძულვილის ენის გამოყენება საკმაოდ მკაცრად ისჯება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში წერს, რომელიც გერმანიის პოლიციის მიერ “სიძულვილის ენის“ გავრცელებაში და პოლიტიკოსების შეურაცხყოფაში ეჭვმიტანილი 170-ზე მეტი პირის სახლის ჩხრეკის თაობაზე აზიარებს ინფორმაციას.
წილოსანი იმედოვნებს, რომ დადგება დრო, როდესაც გერმანიის ელჩი საქართველოში დანერგილ იდენტურ სტანდარტს დადებითად შეაფასებს.
“გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ 170-ზე მეტი პირის სახლი გაჩხრიკა, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ინტერნეტში ე.წ. „სიძულვილის ენის“ გავრცელებაში და პოლიტიკოსების შეურაცხყოფაში
როგორც ჩანს, გერმანიაში პოლიტიკოსების შეურაცხყოფა და სიძულვილის ენის გამოყენება საკმაოდ მკაცრად ისჯება. იქნებ ოდესმე დადგეს დრო და გერმანიის ელჩმა დადებითად შეაფასოს იდენტური სტანდარტები საქართველოში…” – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- უკრაინის პატრიარქი ფილარეტი კიევში დაკრძალეს
- ,,38 წლის ასაკში დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ” – გურამ კაშია
- რომის პაპმა ღვთისმშობელს სთხოვა, დაეცვა მისი უწმინდესობა, წმინდა სინოდი და მთელი საქართველოს მოსახლეობა
- საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში, 21 და 22 მარტს, სამგლოვიარო ზარებს დარეკავენ
- უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი გარდაიცვალა
