“ტრამპის საგარეო სტრატეგიამ ყველა მიმართულებით გაუხსნა გზა საქართველოს თავისუფალი პარტნიორობისთვის” - თამარ ჩიბურდანიძე
„ტრამპის საგარეო პოლიტიკამ ქართული ოპოზიცია დაადუმა,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს, რითაც დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთთან დადებულ სავაჭრო შეთანხმებას ეხმიანება.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ტრამპის საგარეო სტრატეგია ყველა მიმართულებით უხსნის გზას საქართველოს თავისუფალი პარტნიორობისთვის.
„ოპოზიციისთვის რომ გეკითხათ ცოტა ხნის წინ ტრამპი რუსეთსაც, ჩინეთსაც და მთელს მსოფლიოს მალე ომს გამოუცხადებდა, ხოლო საქართველო ყველასგან მიტოვებული იქნებოდა. არადა, მოხდა ის, რაზეც ჩვენ მივუთითებდით – ტრამპი არა საომარი დაპირისპირების, არამედ უფრო გონივრული გზით წავიდოდა, რადგან კარგად იცის, რომ დღეს მსოფლიო ლიდერობისკენ სავალი გზა არა ომებზე, არამედ კონკურენციაზე გადის.
დღეს ციფრებით ომია, გადასახადები, ტარიფები და ა.შ. თუკი “ჰიბრიდულმა ომმა” დეზინფორმაციით შეძლო მოწინააღმდეგის განადგურება, დღეს “ციფრული ომით” ხდება ახალი გლობალური მეტოქეობა და ეს კიდევ უფრო მეტად არის გათვლილი შედეგზე. სამხედრო ტექნოლოგიების ზეობის ეპოქაში ყველამ კარგად იცის, რომ ბრძოლის ეს ფორმა მისი გამანადგურებელი ეფექტიდან გამომდინარე, მეორე რიგში უნდა გადავიდეს და წინ წამოწიონ ახალი, ინოვაციური მეთოდები.
ტრამპის სავაჭრო თანამშრომლობა ჩინეთთან და ალბათ შემდგომში ინდოეთთან, სავარაუდოდ სწორედ ამ პრინციპს ემყარება, ძლიერ სახელმწიფოებთან გარიგება, შეთანხმება, კონკურენციას. სუსტ სახელმწიფოებთან კი ისევ ძალის რეჟიმს. საქართველო არც დიდი სახელმწიფოა და არც სუსტი, თუმცა მას აქვს გეოპოლიტიკური უპირატესობა. სწორად გამოყენებული ეს შანსი კი ძლიერი სახელმწიფოების რიგში ჩაგვაყენებს.
ტრამპის საგარეო სტრატეგიამ ყველა მიმართულებით გაუხსნა გზა საქართველოს თავისუფალი პარტნიორობისთვის. დღეს ვეღარავინ იტყვის, რატომ ვთანამშრომლობთ ჩინეთთან, ამერიკა არ გავაღიზიანოთ; ვერავინ გვეტყვის, რომ არ ვისაუბროთ რუსეთთან ტერიტორიების დაბრუნებაზე, რადგან ტრამპიც და სხვა ლიდერებიც არა მარტო საუბრობენ, არამედ, თანამშრომლობენ პუტინთან სხვადასხვა საკითხებში. და საერთოდ, გვაინტერესებს კი ვინ რას იტყვის ან რას იფიქრებს? მთავარია, ყველა საკუთარი ინტერესებიდან გამოდის და ჩვენც ჩვენი ინტერესების მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ. ერთი კი ფაქტია, ტრამპის საგარეო პოლიტიკამ ქართული ოპოზიცია დაადუმა,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.
სიახლეები
- “ტერორი საქართველოში - ახალი რეკორდები” - სალომე ზურაბიშვილი
- “მივმართავთ მთავრობას, გვაჩვენონ ხელშეკრულება, რომელიც არაბებთან გაფორმდა - მიგვაჩნია, რომ ერთი მხრივ, საქმე გაქვს ანტიეროვნულ გადაწყვეტილებასთან და მეორე მხრივ, არაბულ აფიორასთან” - ალეკო ელისაშვილი
- “მოულოდნელად დაკარგა გონება და განვითარდა გულის გაჩერება, დაფიქსირდა ფიბრილაცია” – სამედიცინო ბრიგადამ მამაკაცისთვის გულისცემის აღდგენა შეძლო
- რომში მსხვერპლი მოჰყვა შუა საუკუნეების კოშკის ნაწილის ჩამონგრევას
- “ნაცმოძრაობამ” სისხლიანი და ცრემლიანი საქართველო დაუტოვა “ქართულ ოცნებას”, უშველებელი პრობლემებით” – გია ვოლსკი
