მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს არსენიო დომინგესს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, არსენიო დომინგესს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყანასა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას (IMO) შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, საქართველოს სანაოსნო პოტენციალსა და ქართველ მეზღვაურთა შრომით პირობებს. პრეზიდენტმა ორგანიზაციასა და მის სამდივნოს, წლების მანძილზე ქვეყნისთვის გაწეული ტექნიკური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრი სახელმწიფოა 1993 წლიდან და გულმოდგინედ ასრულებს IMO-ს საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტებით განსაზღვრულ მოვალეობებსა და ვალდებულებებს.
„საქართველო იცავს და ინარჩუნებს უმაღლეს სტანდარტებს საზღვაო უსაფრთხოების საკითხებში, მეზღვაურთა კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, მათ მომზადებასა და სერტიფიცირებაში, ასევე – საზღვაო გარემოს დაცვაში,“- განაცხადა პრეზიდენტმა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და IMO-ს საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტისა (WMU) და საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტის (IMLI) ქართველი კურსდამთავრებულები ამჟამად ქვეყნის საჯარო სექტორში არიან დასაქმებული და საზღვაო სფეროს განვითარებას უწყობენ ხელს.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოში საზღვაო პროფესიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება და ამჟამად ქვეყანაში 19 ათასზე მეტი მოქმედი მეზღვაურია.
სიახლეები
- “ტერორი საქართველოში - ახალი რეკორდები” - სალომე ზურაბიშვილი
- “მივმართავთ მთავრობას, გვაჩვენონ ხელშეკრულება, რომელიც არაბებთან გაფორმდა - მიგვაჩნია, რომ ერთი მხრივ, საქმე გაქვს ანტიეროვნულ გადაწყვეტილებასთან და მეორე მხრივ, არაბულ აფიორასთან” - ალეკო ელისაშვილი
- “მოულოდნელად დაკარგა გონება და განვითარდა გულის გაჩერება, დაფიქსირდა ფიბრილაცია” – სამედიცინო ბრიგადამ მამაკაცისთვის გულისცემის აღდგენა შეძლო
- რომში მსხვერპლი მოჰყვა შუა საუკუნეების კოშკის ნაწილის ჩამონგრევას
- “ნაცმოძრაობამ” სისხლიანი და ცრემლიანი საქართველო დაუტოვა “ქართულ ოცნებას”, უშველებელი პრობლემებით” – გია ვოლსკი
