,,ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ, აღნიშნული გადაწყვეტილება კი მიუთითებს, რა მდგომარეობაა ოპოზიციაში"- კახა კალაძე
ოპოზიციაში ისეთი პოლიტიკური ფიგურები არიან, მათი ერთობა წარმოუდგენელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მანვე განმარტა, რომ ოპოზიციაში განხეთქილებაზე ელენე ხოშტარიას მიერ დაწყებული შიმშილობაც მიუთითებს.
„ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა ვუსურვებ, აღნიშნული გადაწყვეტილება კი მიუთითებს, რა მდგომარეობაა ოპოზიციაში. მესმის, რომ თავიანთი პატრონები გარედან ცდილობენ მათ ერთ პლატფორმაზე თავმოყრას, ამის არაერთი მცდელობა იყო. რამდენიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მესმის მათიც – თუ პოლიტიკურ პროცესებში არ მიიღებ მონაწილეობას, რადარებიდან გაქრები და ხალხის მცირე მხარდაჭერაც არ გექნება. შესაბამისად, ვხედავთ განხეთქილებას, თუმცა დეტალებში არ მინდა შევიდე. ჩვენ მზადება დაწყებული გვაქვს მომდევნო არჩევნებისთვის, არსებობს გამოწვევები, რასაც ღირსეული პასუხის გაცემა სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები საგამოძიებო კომისიაზე განგებ არ ცხადდებიან და ამ გზით პოლიტიკური სარგებლის მიღებას ცდილობენ.
„საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადებაც მათი მხრიდან წინასწარ გადადგმული ნაბიჯებია. კარგად იციან, თუ არ გამოცხადდებიან ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, იციან, რომ დიდი სასჯელიც არ არის და ამით უნდათ პოლიტიკური „ბენეფიტების“ მიღება. ისმის მეორე კითხვა – მართალი ადამიანი თუ ხარ, რა პრობლემაა მისვლა და პასუხების გაცემა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს