,,პროექტი, რასაც ერქვა ზურაბიშვილის ლიდერობა რადიკალურ ოპოზიციაში, აბსოლუტურად ჩავარდა"- ირაკლი კობახიძე
პროექტი, რასაც ერქვა ზურაბიშვილის ლიდერობა რადიკალურ ოპოზიციაში, აბსოლუტურად ჩავარდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შიდა დაპირისპირება, რომელიც არის სალომე ზურაბიშვილსა და სხვა რადიკალურ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, მოსალოდნელი იყო.
„ჩვენ თავიდანვე ვიწინასწარმეტყველეთ, რომ ეს პროექტი, რასაც ერქვა ზურაბიშვილის ლიდერობა რადიკალურ ოპოზიციაში, აბსოლუტურად ჩავარდა და ამასთან არის დაკავშირებული შიდა დაპირისპირება, რომელიც არის მათსა და სხვა რადიკალურ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ეს მოსალოდნელი იყო. კიდევ უფრო გამწვავდება ეს დაპირისპირება. იყო გარკვეული პროექტი, რომელიც სრული ფიასკოსთვის იყო განწირული და რეალურად დასრულდა კიდეც ფიასკოთი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
