“ევროკავშირის საელჩომ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განმარტება, როგორ ხდება, რომ ევროკავშირის მოქალაქეების ფულით საქართველოში დამხობაზეა საუბარი” – პაპუაშვილი
“ევროკავშირის საელჩომ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განმარტება, თუ როგორ ხდება, ევროკავშირის მოქალაქეების ფულით საქართველოში დამხობაზე, მებრძოლებზე და საყოველთაო დასჯაზეა საუბარი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “გუშინწინ აქციაში არათუ მონაწილეობდნენ, არამედ ეს იყო დაორგანიზებული ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ მხრიდან”.
“ოფიციალურად იყო რამდენიმე „ენჯეოს“ ორგანიზებული, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ და „საფარის“ მხრიდან. თქვენ მოისმინეთ მონაწილეების განცხადებები, მათ შორის უშუალოდ ბაია პატარაია ხელმძღვანელობდა სცენაზე გამომსვლელების დაშვება – არდაშვებას, განცხადებების გაფილტვრა -არგაფილტვრას, რა შინაარსის განცხადება უნდა ყოფილიყო და რა – არა. ამას ხელმძღვანელობდა ევროკავშირის მიერ დაქირავებული ადამიანი ბაია პატარაია, რომელსაც ფულს უხდიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან. შესაბამისად, ყველა განცხადება, რომელიც იქ გაკეთდა, ორგანიზატორების მხრიდან დაშვებული განცხადებებია. შესაბამისად, როდესაც ჩვენ გვესმის ხელისუფლების დამხობაზე მოწოდებები, გვესმის, რომ მეომრებმა უნდა დაამხონ ხელისუფლება და დასაჯონ ყველა, მე განცხადებებს ვციტირებ, რომელიც სცენიდან გაკეთდა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზებული ღონისძიებიდან, ეს არის, რა თქმა უნდა, კატასტროფა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს