“საინტერესო იყო, არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკური, ან სოციალური, ასეთი ქვეყნები არ არსებობს, სამოთხეში არ არის ასეთი რამ” - თემურ ჭყონია პრემიერთან შეხვედრაზე
საინტერესო იყო, – ასე ეხმიანება ბიზნესმენი თემურ ჭყონია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრას.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკური, ან სოციალური.
„საინტერესო იყო. არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკური, ან სოციალური. ასეთი ქვეყნები არ არსებობს. სამოთხეში არ არის ასეთი რამ.
პირველ რიგში, გადაგვიხადა [მადლობა]სხვათა შორის, პირველად რაც თავი მახსოვს, გადასახადების სწორ გადახდაში, ბიუჯეტის შევსებაში. ცოტა კითხვები იყო სხვათა შორის. ბიზნესს აძლევს მოტივაციას, მეტი არაფერი“, – აღნიშნა თემურ ჭყონიამ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
სიახლეები
- ,,ერთი „სტრატეგია აღმაშენებელია“ ახალი სახე და მეორე მე ვარ ჩინეთის იმპერატორი"- ირაკლი ზარქუა
- ,,ირანი მეზობელ ქვეყნებს თავს არ ესხმის”- ქაზემ გარიბაბადი
- აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტი ირანმა უპილოტო საფრენი აპარატით დაბომბა
- კანადის პრემიერი ირანზე თავდასხმებში მონაწილეობაზე - კატეგორიულად ვერასდროს გამოვრიცხავ
- დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოვარდნილი დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს
