“ჯერ გავიგოთ, აღიარებს თუ არა რადიკალური ოპოზიცია და საერთაშორისო სუბიექტები ეუთი/ოდირის შარშანდელ დასკვნას და ამის შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ ეუთო/ოდირის მოწვევასთან დაკავშირებით” - ირაკლი კობახიძე
წინა არჩევნებზე დაწერა ეუთო/ოდირმა დასკვნა და გახდა არა მხოლოდ ჩვენი ქართული რადიკალური ოპოზიციის, არამედ საერთაშორისო სუბიექტების თავდასხმის ობიექტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ჯერ გასაგებია, აღიარებენ თუ არა ეს ადამიანები ეუთო/ოდირის შარშანდელ დასკვნას და ამის შემდეგ შეიძლება მსჯელობა არჩევნებზე მის მოწვევასთან დაკავშირებით.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რა ხდება ეუთო/ოდირთან დაკავშირებით. წინა არჩევნებზე დაწერა ეუთო/ოდირმა დასკვნა და გახდა არა მხოლოდ ჩვენი ქართული რადიკალური ოპოზიციის, არამედ საერთაშორისო სუბიექტების თავდასხმის ობიექტი. ჯერ გავიგოთ, აღიარებენ თუ არა ეს ადამიანები ეუთო/ოდირის შარშანდელ დასკვნას და ამის შემდეგ ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ ეუთო/ოდირის მოწვევასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ჩვენ დაგვჭირდება აქაური რადიკალური ოპოზიციისა და საერთაშორისო სუბიექტების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უდგებიან შარშანდელ დასკვნას, რომელიც მოამზადა ეუთო/ოდირმა. ამის შემდეგ ვიმსჯელოთ ყველაფერ დანარჩენზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
