„მოგიწოდებთ მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ“ - პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი
პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი განცხადებას ავრცელებს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და რედაქტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნის შესახებ და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
განცხადება სოციალურ ქსელში ორგანიზაციამ 11 ივლისს გაავრცელა:
„ექვსი თქვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში, საპროტესტო აქციაზე დააკავეს მზია ამაღლობელი. ჟურნალისტი კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რომელიც მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
მზია ახლა მხედველობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას პროგრესირებადი დაავადების გამო. მიუხედავად ამისა, მას თებერვლის შემდეგ არანაირი მკურნალობა არ ჩასტარებია.
მოგიწოდებთ, მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა და ადეკვატური სამედიცინო დახმარებისკენ“, - წერია განცხადებაში.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
