“ვინ უნდა იყოს გახარიასა და ხაზარაძის [მერობის] კანდიდატი, რომ საერთოდ სერიოზულად აღვიქვათ?!” – შალვა პაპუაშვილი
„რა გითხრათ, ვინ უნდა იყოს გახარიასა და ხაზარაძის [მერობის] კანდიდატი, რომ საერთოდ სერიოზულად აღვიქვათ?!”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
“ხომ შეუძლებელია, რომ მათი წიაღიდან, ან მათი ინიციატივით რაიმე სერიოზული წამოვიდეს! შეგახსენებთ, ვისთან გვაქვს საქმე – მამუკა ხაზარაძე, რომელიც სასამართლოს განაჩენით არის აღიარებული თაღლითად, რომელმაც ეს განაჩენი გააპროტესტა. წავიდა საერთაშორისო არბიტრაჟში, 1.5მლრდ მოითხოვა ყველა ჩვენი მოქალაქის ჯიბიდან და საერთაშორისო არბიტრაჟმა უთხრა, რომ იყო თაღლითი და იქით დააკისრა 600 ათასი დოლარის გადახდა ბიუჯეტში და 600 ათასი დოლარის გადახდა მოუწია ბიუჯეტში, ნაცვლად იმისა, რომ ხალხისთვის წაერთმია. ანუ, საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ აღიარებული თაღლითია.
მეორე მხარეს – გიორგი გახარია, რომელიც უბრალოდ, სიტუაციური მატყუარაა. არაერთხელ ვნახეთ ჩვენ საგამოძიებო კომისიაზე. იმისთვის, რომ იმ მომენტში გამომძვრალიყო მისთვის უხერხული კითხვიდან, ერთ წუთში ერთ რამეს ამბობდა, მეორე წუთში – გადათქვამდა. შეგახსენებთ, რომ აპრილში მისი ჩვენებების დროს მან თქვა, რომ არ ახსოვს, რომელ ელჩს შეხვდა, გადადგომის წინა დღეზე როცა იყო საუბარი და „ვიღაც ელჩები იყვნენ“ და მეორე დღეს გაახსენდა, რომ შეხვდა ამერიკის ელჩს და საბოლოო ჯამში, ამერიკის ელჩთან შეთანხმებით გადადგა თანამდებობიდან, რათა ჩამოეშალა სახელისუფლებო რგოლი და გამოეწვია რევოლუცია. შეგახსენებთ, მაშინ ნიკა მელიას საკითხი იყო, ცალკე სააკაშვილი გარედან გვემუქრებოდა და 2020 წლის არჩევნების შემდეგ იყო გადატრიალების მცდელობა, რომლის ნაწილიც გახადეს მაშინ გიორგი გახარია.
ასე, რომ საქმე გვაქვს თაღლითთან და სიტუაციურ მატყუარასთან. მათი მხრიდან რა უნდა იყოს ისეთი იდეა, ან ინიციატივა, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა დაიმსახუროს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- “ტერორი საქართველოში - ახალი რეკორდები” - სალომე ზურაბიშვილი
- “მივმართავთ მთავრობას, გვაჩვენონ ხელშეკრულება, რომელიც არაბებთან გაფორმდა - მიგვაჩნია, რომ ერთი მხრივ, საქმე გაქვს ანტიეროვნულ გადაწყვეტილებასთან და მეორე მხრივ, არაბულ აფიორასთან” - ალეკო ელისაშვილი
- “მოულოდნელად დაკარგა გონება და განვითარდა გულის გაჩერება, დაფიქსირდა ფიბრილაცია” – სამედიცინო ბრიგადამ მამაკაცისთვის გულისცემის აღდგენა შეძლო
- რომში მსხვერპლი მოჰყვა შუა საუკუნეების კოშკის ნაწილის ჩამონგრევას
- “ნაცმოძრაობამ” სისხლიანი და ცრემლიანი საქართველო დაუტოვა “ქართულ ოცნებას”, უშველებელი პრობლემებით” – გია ვოლსკი
