“ჩვენ იმიტომ არ გამოვექეცით საბჭოთა კავშირს ევროკავშირისკენ, რომ ბრიუსელში ისევ საბჭოთა კავშირი დაგვხვედროდა” – პაპუაშვილი
”ჩვენ იმიტომ არ გამოვექეცით საბჭოთა კავშირს ევროკავშირისკენ, რომ ბრიუსელში ისევ საბჭოთა კავშირი დაგვხვედროდა. მოვუწოდებ ბრიუსელის ბიუროკრატიას, რომ დაუბრუნდნენ ადამიანის უფლებების პატივისცემის გზას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
„როგორც ჩანს კალასისთვის დამწვრობა მიღებული პოლიციელი ღირებულებას არ წარმოადგენს, როგორც ჩანს კალასისთვის, წიხლებით რომ შედგნენ პოლიციელს – არაფერს წარმოადგენს, როგორც ჩანს კალასისთვის არაფერს წარმოადგენს, როდესაც საქართველოს პარლამენტს წვავდნენ. როგორც ჩანს ის ვერ აცნობიერებს რა არის ევროპული ღირებულებები. ევროკავშირის პასპორტის ქონა ჯიბეში სულაც არ ნიშნავს ევროპული ღირებულებების გაზიარებას. ამის კარგ მაგალითს გვიჩვენებს ბალტიის პოლიტიკური ელიტა, რომელიც საბჭოთა მენტალიტეტიდან ვერ გამოვიდა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
კაია კალასი ამბობს – “ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, რაც შეაცვლევინებს საქართველოს მთავრობას გათვლებს”.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
