“უვიზო მიმოსვლის გაუქმება ისევ შანტაჟის პოლიტიკურ იარაღად გამოიყენება” - ირაკლი ქადაგიშვილი
„უვიზო მიმოსვლის გაუქმება ასეთი მარტივი არ იქნება, ეს საკითხი ისევ შანტაჟის პოლიტიკურ იარაღად გამოიყენება ადგილობრივი თვითმმართველობის წინ, „– ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპული სახელმწიფოები ხედავენ, საქმე ასე მარტივად არ არის, რომ საქართველოზე ასეთი შეტევა კონტრპროდუქტიულია, შედეგის მომტანი არ არის.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოსთან დაკავშირებით ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რადგან ხედავენ, საქართველოს წინააღმდეგ ევროკავშირის პოლიტიკა გარკვეული დისკრიმინაციის გასატარებლად გამოიყენება, მათ შორის, წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევის და მათთვის სასურველი შედეგების მოსაღწევად, რასაც პრინციპულად ვეწინააღმდეგებით. ევროპული სახელმწიფოები ხედავენ, საქმე ასე მარტივად არ არის, რომ საქართველოზე ასეთი შეტევა კონტრპროდუქტიულია, შედეგის მომტანი არ არის. საქართველოს ევროკავშირი სჭირდება ისევე, როგორც ევროკავშირს საქართველო. ულტიმატუმების ენით საუბარს ჯანსაღი დისკუსია სჯობს. როცა მკაფიო კრიტერიუმი არ არსებობს, რის გამოც უვიზო მიმოსვლა უნდა გაუქმდეს, ამ დროს იმის თქმა, რომ გამჭვირვალობა არ უნდათ და ლგბტ პროპაგანდა უნდა გავრცელდეს, ეს მკაფიო კრიტერიუმი ვერ იქნება. ეს მოთხოვნა გასაგები იქნებოდა, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა რომ არ გვქონდეს. სხვა შემთხვევაში, ყველაფერი პოლიტიკურ ჯინში ჩადგომის თემას უფრო ჰგავს. უვიზო მიმოსვლის გაუქმება ასეთი მარტივი არ იქნება, ეს საკითხი ისევ შანტაჟის პოლიტიკურ იარაღად გამოიყენება ადგილობრივი თვითმმართველობის წინ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
