“ჩვენ ვხედავთ ნიშნებს, რომ არის მცდელობა გარედან არეულობის შემოტანისა – ბრიუსელის ზოგიერთი ნაბიჯები ამას გვაჩვენებს, რომ იქნება გარედან ქვეყნის არევის მცდელობა” - შალვა პაპუაშვილი
ჩვენ ვხედავთ ნიშნებს, რომ არის მცდელობა გარედან არეულობის შემოტანისა. ბრიუსელის ზოგიერთი ნაბიჯები ამას გვაჩვენებს, რომ იქნება გარედან ქვეყნის არევის მცდელობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაშიც იქნება მცდელობები სხვადასხვა მსგავსი წერილების და სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენება იმისთვის, რომ მოხდეს არეულობა. ვხედავთ, რომ არის ინტერესი ქვეყნის ხელისუფლებაში საკუთარი მარიონეტები მოიყვანონ, მაგრამ ეს კინოც ნანახი გვაქვს.
ეს არის ჩვენი ხალხის სიძლიერე, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალს. შარშან შემოდგომაზე ქართველი ხალხი დააყენეს რეფერენდუმის წინაშე, სადაც ცრუ დილემა წამოაყენეს, რომ თითქოს არჩევანი იყო ევროპას და არა ევროპას შორის. ბევრმა ელჩმა მოიხსნა ელჩის მანტია, გვერდზე გადადო ვენის კონვენცია, პირდაპირ გადაეშვა საარჩევნო კამპანიაში ევროკავშირის ელჩის ჩათვლით. აგრესიული, არაეთიკური, პირდაპირი უხეში ჩარევა არჩევნებში.
ქართველი ხალხი გამოვიდა და თქვა ის, რასაც საუკუნეების განმავლობაში ამბობდა, რომ საკუთარი თავისუფლების დათმობას არ აპირებს უცხო გავლენაზე. ვფიქრობ ახლა კიდევ უფრო უხეში იქნება ეს ჩარევა, მაგრამ ქართველი ხალხისგან პასუხი იქნება ადეკვატური“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს