”დამოუკიდებლობა გვინდა და სუვერენიტეტის შენარჩუნება სხვის დაკრულზე ცეკვას არ ნიშნავს” – არჩილ გორდულაძე
“მცდელობაა, საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყოს, სუვერენიტეტის, ქვეყნის ღირსებისა და მომავლისთვის შექმნილი ცვლილებები ვერ გადაიხდება, მიუხედავად იმისა, ვინ მოითხოვს ამას”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
როგორც გორდულაძე ამბობს, ევროკავშირიდან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით იმუქრებიან.
„რბილი სახელი ჰქვია – რეკომენდაციები. რეალურად, ეს რეკომენდაციები კი არ არის, მოთხოვნებია, რასაც ბოლშევიკები მიმართავდნენ, როცა მოსკოვში რაღაცას მოიფიქრებდნენ, შემდეგ ეს მოთხოვნები თბილისში ჩამოდიოდა და კარგი დღე ექნებოდათ მათ, ვინც ამ მოთხოვნას არ შეასრულებდა. ახლაც ზუსტად ეს ხდება. არავითარი ახსნა-განმარტება არ არის, ეს შანტაჟიც კი არ არის, პირდაპირ დასჯის მცდელობას ვხედავთ. საქართველოში ბევრი ადამიანია, ვინც სხვის დაკრულზე არ ცეკვავს. სხვის დაკრულზე არ ვცეკვავთ და ახსნას ვითხოვთ, რაშია პრობლემა. დამოუკიდებლობა გვინდა და სუვერენიტეტის შენარჩუნება სხვის დაკრულზე ცეკვას არ ნიშნავს. კეთილი ინებოს ყველამ და ახსნას, რას ითხოვენ ჩვენგან. „ქართულ ოცნება“ ოჯახურ ღირებულებებზე უარს არასოდეს იტყვის და არასოდეს დაუშვებს, რომ ქვეყანაში თანხები შემოედინებოდეს, რითაც შემდეგ რევოლუციების დაფინანსება მოხდება. კი ბატონო, დააფინანსონ რევოლუციები, მაგრამ საზოგადოებას დაანახონ, რომ რევოლუცია ფინანსდება. ადამიანები ცდილობენ, საზოგადოება დააშინონ. ვიზალიბერალიზაცია მონაპოვარია და თან „ქართული ოცნების“ დამსახურებაზე დაფუძნებული მონაპოვარია. იმუქრებიან, ამ ყველაფერს გაგიუქმებთ, რადგან ოჯახურ ღირებულებებზე ხელს არ იღებთო. სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ქვეყნის ღირსებისა და მომავლისთვის შექმნილი ცვლილებები ვერ გადაიხდება, მიუხედავად იმისა, ამას ვინ მოითხოვს და ვის მოუნდება, რომ დავალებები მოგვცეს. ისეთ მოთხოვნას როცა აყენებენ, რომელზეც პასუხი წინასწარ იციან, რომ არა იქნება და შეუძლებელია, ბავშვების სქესის ცვლილება დავუშვათ, გვემუქრებიან, ვიზალიბერალიზაცია გაუქმდებაო და ამ ყველაფერს „ქართულ ოცნებას“ დააბრალებენ. ფიქრობენ, რომ ამ შემთხვევაში, საზოგადოება ძალადობრივად თუ არაძალადობრივად „ქართულ ოცნებას“ უარს ეტყვის. ჩვენთვის მთავარია, ქვეყანა ორ ფეხზე მყარად იდგეს. მეორე მხარეს ვინ ჰყავთ? ვინც უნდათ, რომ ხელისუფლებაში მოიყვანონ – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც სხვის დაკრულზე მშვენივრად იცხოვრებს. დიდი მცდელობაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყოს. რაც მთავარია, ხელისუფლებაში აგენტურის მოსვლას თავისი მიზანი აქვს – ეს ადამიანები ყველაფერზე წამსვლელები არიან, მათ შორის არც იმაზე დაიხევენ უკან, რომ დავალების შესაბამისად ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას და კიდევ ერთი შესაძლებლობა იყოს, რუსეთმა, ოკუპანტმა ქვეყანამ თავისი ძალების დივერსიფიცირება მოახდინოს. არავის ადარდებს, თუ ამ ყველაფერს ომის უბედურება მოჰყვება, სადაც მომავალი არ იქნება, ადამიანები დაიღუპებიან, მათ შორის არ ადარდებთ იმ უსამშობლოებს, რომლებიც თავის ქვეყანაზე ამბობენ, უნდა დაისაჯოსო. ხელისუფლებაში სწორედ ამ უსამშობლოების მოყვანა უნდათ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
სიახლეები
- სამხრეთ კორეაში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 18-ს მიაღწია
- “მონაწილეებს შორის არ იყო არანაირი კონკურენცია და ეჭვიანობა, მხოლოდ ერთიანობა” - სააკაშვილი გუშინდელ აქციაზე
- “ფაქტია, რომ „დიპ სტეიტის“ სახით, აშშ-ს და საქართველოს ერთი მტერი ჰყავს; ცნობილია ამ მტრის მიზნებიც, მეთოდებიც და ანატომიაც, ეს უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯია გამარჯვებისკენ” – პაპუაშვილი
- “მაკრონის რეიტინგი რეკორდულად დაეცა” - Figaro
- უკრაინის პრეზიდენტმა რამდენიმე ქვეყანაში ელჩები შეცვალა